საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ოთარ ჩრდილელი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა 26 მაისს დაღუპულების ხსოვნას პატივი არ მიაგეს და პარლამენტის სხდომაზე ფეხზე არ წამოდგნენ.
"თავზარდაცემული ვარ, იმ ფაქტით რაც პარლამენტში, "ნაცმოძრაობამ,, ჩაიდინა!!! დიახ, ყველაფერს აქვს საზღვარი, ე.წ. წითელი ხაზი, რომელიც არავინ არ უნდა გადაკვეთოს, მათ უამრავჯერ გადაკვეთეს ეს ხაზი, ზოგჯერ მივუტევეთ,ზოგჯერ პასუხიც გავეცით, მაგრამ როდესაც მათი რეჟიმის დროს მოკვდინებულ ხალხზე, წუთიერი დუმილიც კი არ ინებეს და ფეხზე არ წამოდგნენ, ეს უკვე ყოველგვარ ადამიანობას გადასცდა! მე, მიცვალებულთა შეურაცხყოფა ვეღარ მოვითმინე და საკადრისი პასუხი გავეცი, ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ინციდენტში! მეგობრებო, ვინმემ არ დამიწყოს კოჰაბიტაციაზე საუბარი, მე ვიყავი რადიკალი, მომხრე ამ კანიბალთა სამართლებრივად, სამაგალითო დასჯის, მაშინ როდესაც ზოგნი მათ გადარჩენას გვთავაზობდნენ, მაშველი რგოლით, დემოკრატიის ანტურაჟისთვის… ,,ნაცმოძი,, დაშლილია ბერთოლეს მარილივით, უსამშობლო და უეროვნებო, ჰალსტუხიყლაპია, ოდესელი ,,ჟულიკი,, აქ ვერ დაბრუნდება! ვინმემ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ! წავიდა ამათი დრო! არც 8 არც 9, 27, 32 და 41 ოქტომბერს არ მოვა!!! ხსოვნა და სამუდამო პატივგება, იმ მამულიშვილების, რომლებიც პოლიტიკური ცხედრის, სააკაშვილის რეჟიმს შეეწირნენ! ღმერთი ფარავდეს, დედა-სამშობლოს!", _ აცხადებს ჩრდილელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტებას არ აკეთებენ. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნეს, რომ დღეს, პარტიის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს ამასთან კავშირი არ აქვს.