მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს,სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,სკები და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი გადაეცემა.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფაა.
მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7588 სკა.
სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპზე 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 3609 სკაგადაეცემა, 19 კოოპერატივი 19 ერთეულ თაფლის საწურს და, ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელსმიიღებს.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერისსახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივებისსკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებულ, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე. სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხელს შეუწყობს მიკვლევადობას, უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.
პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისმიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში.სახელმწიფო პროგრამის მონაწილე იღებს ტექნიკურ დახმარებასაც „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ვალდებული არიან პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში ფუტკრის ოჯახები 2018 წლის 1 იანვრამდეგანათავსონ.
(R)