ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარის გადალახვა მე-12 კლასელ მოსწავლეთა დაახლოებით 15%-მა ვერ შესძლო.
ქალბატონ ნინოს თქმით, მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი მათემატიკისა და უცხო ენის გამოცდებზე ჩაიჭრა.
"კონკრეტული მონაცემი, თუ რა შედეგი აჩვენეს ლანჩხუთელმა მოსწავლეებმა გამოსაშვებ გამოცდებზე, ხვალისთვის გვექნება და ზუსტად გვეცოდინება მუნიციპალიტეტის რომელმა სკოლამ რა შედეგი დადო. საბედნიეროდ, არის რამდენიმე სკოლა, სადაც არც ერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა გამოცდაზე."-განაცხადა ნინო ჩიტიძემ.