"ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მკვლელობის დღესვე დააკავეს და ერთი დღის შემდეგ გათავისუფლდა," _ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით აღნიშნული ინფორმაცია მას ახლობლებმა მიაწოდეს:
_ როგორც აფხაზეთში მცხოვრებმა ჩემმა ახლობლებმა მაცნობეს ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მომხდარი მკვლელობის დღესვე დააკავეს და ერთი დღის შემდეგ გათავისუფლდა. ის ამჟამად სოხუმში იმყოფება, _ აღნიშნა ცოტნიაშვილმა.