ძალიან სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის დღე ამ ადამიანის დაკრძალვას ემთხვევა, _ ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასან მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამბავს საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.
გიგიაძე იმედოვნებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ დაისჯება.
"მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. დარწმუნებული ვარ, დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაში იღებდა მონაწილეობას, დაისჯება. ძალიან სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის დღე ამ ადამიანის დაკრძალვას ემთხვევა. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ყველა ჩვენს მეგობარს, პარტნიორს. საერთაშორისო ფორმატშია ინფორმაცია გავრცელებული და მათგანაც იყო შესაბამისი და მყისიერი რეაქცია", _ აღნიშნა გიგიაძემ.