საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის ასაღნიშნავი ღონისძიებები ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვახტანგ კაპანაძემ დაათვალიერა.
გენერალმა ჟურნალისტებთან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ძალიან დიდი სისხლითა და ჯაფითაა მიღწეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ გარემოცვაში სამხედრო ჯარი ემსახუროს ქვეყანას. ჩვენ, გვყავს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც დაასრულეს სადესანტო მომზადების კურსი, მოაწერეს ხელი პროექტს და ემსახურებიან ქვეყანას,"- განაცხადა გენერალ-მაიორმა.






























































