გამოსაშვებ გამოცდებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 232 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ჩოხატაურის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის თქმით, გამოცდაზე გასული მოსწავლეების 27,2%-მა ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა:
_ 232 მოსწავლიდან 63 მოსწავლე ჩაიჭრა. აქედან _ ქართულ ენაში 9 მოსწავლე (4.2%) ჩაიჭრა, უცხო ენაში 44 მოსწავლე (19%), ისტორიაში 9 მოსწავლე (3.9%), ხოლო მათემატიკაში 35 მოსწავლე, რაც გამოცდაზე გასული მოსწავლეების 15 პროცენტია, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას სიხარულიძემ.
მისივე ინფორმაციით, ჩოხატაურელი მოსწავლეების შედეგი საგანგაშო არ არის და პროცენტული მაჩვენებლით ჩოხატაური გურიაში ლიდერობს.