ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, საკუთარი ფეშენებელური ვილა, რომელიც ალმერიას პროვინციაში მდებარეობს, გასაყიდად გაიტანა.
გასაყიდი ობიექტი, რომლის მიწის ფართობი 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მსოფლიოში განთქმული ნუდისტური პლაჟის – მირადორ-დე-ლა-ვერას მეზობლად მდებარეობს.
რახოიმ ვილა 2007 წელს 440 ათას ევროდ შეიძინა, თუმცა ამჯერად გასაყიდი ფასი 400 ათასი ევროა.
პრემიერმა არაერთხელ სცადა ვილის გაქირავება, მაგრამ დაქირავების მსურველები ვერ მონახა.