სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე მოქალაქე ც.მ დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ც.მ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ბ.მ.-ის ნათესავს საპატიმროდან მის გათავისუფლებაში დახმარებას დაპირდა და ამის სანაცვლოდ, თაღლითურად 700 ლარი გამოსძალა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.