კომპანიაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, აკაკი შანიძემ სამსახური დატოვა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ჯილდა მაჭავარიანის თქმით, შანიძე სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა: _ სამსახურიდან არავის გაუშვია. თავად წავიდა და როგორც ვიცით, სხვა სამსახურში გადავიდა, _ გვითხრა მაჭავარიანმა.
შანიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა _ მისი ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გამორთული იყო.
მაჭავარიანის ინფორმაციით, გაერთიანებულ სერვისცენტრებს ოზურგეთის სერვისცენტრის ამჟამინდელი მმართველი, ვანო ტაბატაძე უხელმძღვანელებს.