დღეს თბილისის სპორტის სასახლეში მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პირველ ყრილობას გამართავს. პარტიის პრესცენტრის ინფორმაციით, ყრილობას დაესწრება 1 1000-მდე მხარდამჭერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან,.
"საქართველოს სჭირდება გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო, წარსული შეცდომების შეფასება, გამარჯვებებით, მიღწევებითა და დასავლეთისკენ აღებული გეზით სვლა. დღეს არის სწორედ ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა შევუდგეთ მოქმედებას;" – აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.
როგორც ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტიის "ფეისბუქის" გვერდი იტყობინება, პარტია პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეებით შევა. მათი ვინაობა ცნობილი დღეს ყრილობაზე გახდება. . პირველ ყრილობაზე პაატა ბურჭულაძის გუნდი მხარდამჭერების გარდა სტუმრებს დიპლომატიური კორპუსიდანაც ელოდება.
პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ერთმნიშვნელოვნად ერთგულია ქვეყნის პროდასავლური კურსის და ეცდება, თავისი საერთაშორისო კავშირების საშუალებით კიდევ უფრო გააღრმაოს ეს პროცესი.