საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მინიფეხბურთის ფინალი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იყო.
სპორტულ შეჯიბრში, რომელშიც სხვადასხვა სამსახურების გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვება კულტურის ცენტრმა მოიპოვა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ნახევარფინალში პოლიციის გუნდს მოუგეს, ხოლო ფინალში _ სპორტსკოლის გუნდს და გამარჯვებულის თასიც ღირსეულად დაიმსახურეს.