"ვისაც უნდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, შემოგვიერთდნენ და ნუ აყვებიან სხვების ლაპარაკს" _ განაცხადა პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარემ პაატა ბურჭულაძემ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე.
მანვე ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი "დიდი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვებენ":
_ მე შანსებზე არ ვილაპარაკებ _ მგონი ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩვენ დიდი პროცენტული მაჩვენებლით გავიმარჯვებთ. ვინც დარჩება ოპოზიციაში, იმათ მოვუწოდებ, მოდით, გავერთიანდეთ და ჩამოვაყალიბოთ საერთო აზრი და არ დავაპირისპიროთ ხალხი, პირიქით, შევიკრათ და სიკეთე გავაკეთოთ, _ განცხადა პაატა ბურჭულაძემ.