ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა.
ზვიადი ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, მას მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვრდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
მისი ცხედარი მაშველებმა დღეს, გამთენიისას იპოვეს.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ახლობლებს, კოლეგებს.