ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს _ მაია გოგოლაძე აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ კვირას დაინიშნა.
მან ამ პოსტზე გელა ლომინეიშვილი შეცვალა, რომელიც ორი თვის განმავლობაში შვებულებაში იყო, შემდეგ კი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება გოგოლაძეს, სამსახურის უფროსობამდე ის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, უფრო ადრე კი სამუზეუმო გაერთიანების ბუღალტრად მუშაობდა, ლომინეიშვილის არყოფნის პერიოდში კი უფროსის მოვალეობას ასრულებდა.