მიხეილ შაინიძე, ოზურგეთი:
_ არაა ჯერ დამოუკიდებელი. რატომ, იცით? ყველა, რომ უფროსობს, იმიტომ. ყველა გვმართავს.
ნაზი მენაბდე, ოზურგეთი:
_ დამოუკიდებელია თუ არა, ჩვენ კი არა, მთავრობამ იცის?! დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ წყვეტენ.
ჯონდერ ხომერიკი, ოზურგეთი:
_ კი, დამოუკიდებელია. ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ ასე იყოს.
ირმა გორდელაძე, ოზურგეთი:
_ გააჩნია ვისგან და რისგან. მე მგონი, 80 პროცენტით არის.
თეონა ხომერიკი, ოზურგეთი:
_ ცოტა რთულია მაგ საკითხზე საუბარი. დღეს, როცა ტერიტორიების 30 პროცენტი აღარ გვეკუთვნის, მე მგონი, დამოუკიდებლობა არ ჰქვია მაგას.
მარო ბერძენიშვილი, ჩოხატაური:
_რა თქმა უნდა არის.
გოჩა გიორგაძე, ჩოხატაური:
_ კი.
ზინა ლაგვილავა,
ჩოხატაური:
_ ამაზე რა უნდა გიპასუხოთ, არ ვიცი, დამოუკიდებელი და წყალწაღებული რომ ვართ, ეს ვიცი.
ჟუჟუნა კალანდაძე, ჩოხატაური:
_ სრულიად დამოუკიდებელი რასაც ნიშნავს, არა.