ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტიგენტის გაზრდის რეკომენდაციით მიმართა.
აღნიშნული რეკომენდაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის მოწვევით გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს – ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების, რეგიონული უსაფრთხოების და საოკუპაციო ხაზის მიმდებარერაიონებში უსაფრთხოების გარემოს საკითხები.
"მოგეხსენებათ, რომ დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს 5 სამხედრო მოსამსახურე და საუბარია, მათი რაოდენობის ოცეულით გაზრდაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებსპრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას", _ განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭომ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზეც იმსჯელა და მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება.
ეროვნული უშიშროების საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შემუშავების დავალება მისცა.
როგორც ირინე იმერლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოზე მსჯელობა ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავისსამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება.
"სამიტის ფარგლებში გაიმართება მინისტერიალები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე თავდაცვის მინისტრის და შესაბამისად ამ საკითხებზეც იყო მსჯელობა", _ განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.