28-29 მაისს ქ. თბილისში საქართველოს 2016 წლის ღია ეროვნულ ჩემპიონატს ახალმა მძლეოსნობის სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ნაკრები გუნდი 13 სპორტსმენით ასპარეზობდა.
გუნდი მარინა კოტრიკაძემ მოამზადა და აღნიშნა, რომ ყველა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა და საერთო ჯამში 13 მედალი მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სოფო შათირიშვილმა (ბირთვის კვრა შედეგი 12მ 79სმ-4კგ).
მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს: ნიკა კარტავცევმა 100მ შედეგი 10.66 (ელექტრონიკა); ნანი პაკელიანმა (ბადროს ტყორცნა 38მ 85სმ); გოგა ჭიხვარიამ (უროს ტყორცნა 57მ 85სმ). მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ; გიორგი გოგოლაშვილი (ბადროს ტყორვნა 41მ 95სმ); ამირან თავართქილაძე 100მ შედეგი 11.66 (ელექტრონიკა). 4X100მ ამანათრბენში მეორე ადგილი დაიკავეს ნიკა კარტავცევმა, ამირან თავართქილაძემ, ბადრი გოგიტიძემ და ზურა კაკაურიძემ. (შედეგი 45.61), 4X400მ ამანათრბენში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: ბადრი გოგიტიძე, ამირან თავართქილაძე, გიორგი დეკანოიძე, გიორგი თავართქილაძე (შედეგი 3.45).
გუნდმა წარმატებით იასპარეზა და მომავალშიც პირველ ლიგაში იასპარეზებს, ხოლო იკა კარტავცევი მალტაში შეეცდება მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved