ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, "კრიმანჭულის სკვერში" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ.
#1 საბავშვო ბაღის და #1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მაყურებლებს თავიანთ ნიჭს აცნობენ _ მღერიან, ცეკვავენ, ლექსებს ამბობენ.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გარდა, ღონისძიებაზე სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებიც და კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო ანსამბლებიც გამოდიან.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწერა და 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.