სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის დღეს, პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ სამი არასრულწლოვნის საქმე განიხილა და სამივე მათგანის შემთხვევაში გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
"განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ", _ აღნიშნულის სამიისტროს განცხადებაში.
(R)