ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროექტები დაუშვებელია. REUTERS-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება იაპონიის წარმომადგენელმა ამერიკელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული და სარაკეტო სისტემის განვითარებას ვერ მოვითმენთ. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე საკითხის მოსაგვარებლად,"_განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სამშაბათს კიდევ ერთი რაკეტა წარუმატებლად გამოსცადა.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ იანვარში წყალბადის ბომბი, თებერვალში კი ახალი ბირთვული რაკეტები გამოსცადა, რის გამოც გაერო-ს უშიშროების საბჭომ მძიმე სანქციები დაუწესა.
ამავე თემაზე:
ჩრილოეთ კორეა ბირთვული რაკეტების ახალ გამოცდას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში 5 ჭურვი ისროლა
ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას აპირებს
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკურ რაკეტებზე ქობინები დაამონტაჟა