შვეიცარიაში, ალპების ქვეშ მსოფლიოს ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გვირაბის სიგრძე 57 კილომეტრია.
როგორც ცნობილია, გვირაბის ასაშენებლად 12 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
BBC-ის ცნობით, შვეიცარიაში აღნიშნული გვირაბის ასაშენებლად რეფერენდუმი 1992 წელს ჩატარდა, სადაც გარემოს დამცველმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირეს ყველა სატვირთო მოგზაურობა შვეიცარიის გავლით განხორციელებულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბის ასაშენებლად 73 სხვადასხვა სახის კლდის აფეთქება გახდა საჭირო, ხოლო გათხრით სამუშაოებს 9 მუშა ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, გვირაბის მაგისტრალი, ჰოლანდიის როტენდამსა და იტალიის საპორტო ქალაქ გენოა შორის სარკინიგზო კავშირს ამყარებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გვირაბი სრული დატვირთვით დეკემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, რის შემდეგაც, ციურიხსა და მილანს შორის მგზავრობის დრო 2 საათით და 40 წუთით შემცირდება.
როგორც ცნობილია, გვირაბში ყოველდღე 260 სატვირთო და 65 სამგზავრო მატარებელი გაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბის გავლას მატარებლები 17 წუთს მოანდომებენ.
BBC -ის ცნობით, გვირაბის გახსნის ცერემონიას შვეიცარიის პრეზიდენტი იოჰან შნეიდერ-ამანი, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მატეო რენზი, ავსტრიის კანცლერი ქრისტიან კერნი და ევროპის კომისიის მეთაური, ჟან კლოდ იანკერი დაესწრნენ.
როგორც ცნობილია, გვირაბის გახსნის აღსანიშნავად 2-მა სამგზავრო მატარებელმა საპირისპირო მიმართულებით გაიარა, რომლებშიც ის მგზავრები ისხდნენ, რომლებმაც ბილეთები გათამაშებაში მოიგეს.