2016 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტის მოპოვებისათვის და გაზრდისათვის) რეგისტრაციისას გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს.
"2016 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციისას გადახდილი საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 20ივნისის ჩათვლით:
-
თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან 18:00 სთ–მდე.
-
რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხა ბრუნდება:
ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში;
თუ პირმა ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტი –ატესტატი;
თუ პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან აბიტურიენტმა 2016 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობაზე.
საერთო სამაგისტრო გამოცდებზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხა ბრუნდება:
ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში;
თუ პირი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან მაგისტრანტობის კანდიდატმა/სტუდენტმა 2016 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა საერთო სამაგისტრო გამოცდაში/სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
-
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
-
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
-
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.
ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის საფასური გადახდილია:
ა) საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
ბ) გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე .
2. თანხები თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან 1 თვის ვადაში.
3. კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს, როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი", _ აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.