მესიჯი, რომ ჯაფარიძე არის ივანიშვილის მოსყიდული, თქვენ გჭირდებათ იმ 15%-იანი ელექტორატისთვის, რომ ისინი დაარწმუნოთ, რომ ჩვენგან ვინც მიდიან ისინი არიან ჩათლახები" _ ამ განცხადებას "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პეტრე ცისკარიშვილთან დებატების დროს აკეთებს.
ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას დაუპირისპირდნენ.
ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ეკონომიკურ გუნდს საჯარო დებატებში იწვევს:
_ "ყველა პარტიას ვაიძულებთ და მოუწევთ, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ვერ გაგვექცევიან და საბოლოო ჯამში ჩვენ ამ ყველა დებატს მოვიგებთ" _განაცხადა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
წყარო: პირველი რადიო