მოსამართლე ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე ადასტურებს, რომ ბინაში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. იგი ასევე განმარტავს, რომ მის შვილს ნათია გუჯაბიძეს საკუთარი სახლი არ აქვს და აღარც სახელმწიფოსგან იღებს საცხოვრებლის დასაქირავებლად თანხას.
მანანა დოლიძე არ უარყოფს, რომ ბინა რამდენიმე წლის წინ გაქირავებული ჰქონდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის განცხადებით, ნათია გუჯაბიძის საკითხს ორი წლის წინ იუსტიციის საბჭოზე იხილებოდა. საქმე ეხება სახელმწიფო თანხების მითვისებას.
რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოსამართლე თანხას ბიუჯეტიდან თბილისში ბინის ქირის ასანაზღაურებლად იღებდა, თუმცა რეალურად საკუთარი დედის სახლში ცხოვრობდა.
ვრცლად იხილეთ ლინკზე