კიევში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა 24 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "გეგა ოზურგეთსკი" დააკავეს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულის უკრაინიდან დეპორტაცია იგეგმება.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულს სასჯელი არასოდეს მოუხდია. მისი ე.წ. კორონაცია 2013 წელს, საბერძნეთში მოხდა, როდესაც ის 20 წლის იყო. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ უკრაინაში იმისთვის ჩავიდა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჩადგომოდა სათავეში. დაკავებული უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი საბუთებით ცხოვრობდა.
გიორგი კილაძე წარმოშობით ოზურგეთელია. მისი მშობლები, დღესაც ოზურგეთში ცხოვრობენ, გიორგი კი ამდრომდე თბილისში იმყოფებოდა. ჩვენ მამამისთან ავთანდილ კილაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით ოჯახის ახლო ნათესავები კომენტარს არ აკეთებენ.