საფრანგეთში ოთხ დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პარიზში მდინარის დონემ 4,3 მეტრით მოიმატა, რის გამოც ქალაქის მერიამ სანაპიროს გასწვრივ ქუჩებზე მოძრაობა აკრძალა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, ხოლო სტიქიას 86 წლის ქალი ემსხვერპლა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა საფრანგეთში სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.