ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ეროვნული ფორუმის“ ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებას "საშუალოზე დაბალი დონის თამადის სიტყვებად" აფასებს და ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი გაარიტიკა, უნიჭოს დაწერილი უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერმა ამით "ძალიან დაიპატარავა თავისი მასშტაბები".
როგორც სანიკიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში გვაქვს არაფორმალური მმართველობა და ივანიშვილი ლაპარაკობს მთელი მთავრობის სახელით.