"ასეა, პასუხი როცა არ აქვთ, შეურაცხყოფაზე გადადიან გრეჩიხას ყოფილი და ბიძინას ამჟამინდელი შნირები. თან ცოტა მოძველბიჭო-ჩაცუცქული ბირჟევიკ-პერეროსტაკ.
ისე, რა იყო, ჩემში მასკულინობის დეფიციტმა შეაწუხა თუ ჩემი პენისის პარამეტრები არ აკმაყოფილებს, მოლაპარაკე ტყემლის ჩირს" _ ასე გამოეხმაურა სოცილურ ქსელში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ გვარამიას განცხადებით კვირიკაშვილი "ახალი მემარჯვენეების" ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.
"ნიკა გვარამია კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი", _ ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა გვარამიას და ეს თემა არ განავრცო და აღნიშნა, რომ მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.