მაესტრომ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა.
არხის დირექტორმა აღნიშნულის მიზეზად "ბიზნესკონტაქტისა“ და "საქმიანი დილის“ თანამშრომლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობა დაასახელა.
"მაესტროს ყველა თანამშრომელი ძვირფასია მაესტროსთვის. ყველა თანამშრომელი ჩვენთვის ღირებულია.
ნებისმიერი მათი შემოთავაზება რა თქმა უნდა აღქმული იქნება ადეკვატურად და რა თქმა უნდა მათ სიამოვნებით დავიბრუნებთ და სიამოვნებით გავაგრძელებთ შრომით ურთიერთობას", – განუცხადა ზურაბ ნაყეურმა ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურს.
წყარო: businesscontact.ge