პარიზის ხელისუფლებამ წყალდიდობისგან დაცვის მიზნით ლუვრის მუზეუმი დახურა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შესაძლებელია მუზეუმში განთავსებული ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშები სტიქიისგან გადასარჩენად უსაფრთხო ადგილას გადაიტანონ.
როგორც ცნობილია, ოთხ დღიანმა ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ საფრანგეთში წყალდიდობა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, ხოლო პარიზში სტიქიამ მოხუცი ქალი იმსხვერპლა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთის გარდა სტიქიას ასევე გერმანიაში და ესპანეთშიც ებრძვიან.
სინოპტიკოსები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღე პროგნოზირებენ.
ამავე თემაზე