"აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი წევრი, სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ცვლილებას ეხმაურება.
"რა დავაშავეთ?
განათლების სისტემა არის უმძიმეს კრიზისში. განსაკუთრებით და ყველაზე მეტად უჭირს სკოლსა და უნივერსიტეტს. ამ დროს კი პრემიერი პროფგანათლებასა და კადრების გადამზადებაზე ამახვილებს ყურადღებას და ახალ მინისტრად კომერციული ტრეინინგების ოსტატს გვთავაზობს.
ტრეინიგ-კურსების ხელმძღვანელი დააწინაურებს მეცნიერებასა და უმაღლეს განათლებას საქართველოში ?!
"თამადა, როგორც ლიდერი", "ბიზნესი და სიყვარული", "მიირთვით გომბეშო" – აი, რა სჭირდებოდა სკოლებსა და უნივერსიტეტებს!
ძალიან სამწუხაროა და დამთრგუნველი! ექიმბაში რომ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნონ, მოგეწონებათ ???
იმედია, ქართული ოცნების ახალი კაბინეტი არჩევნების შემდეგ სხვანაირი იქნება!", _ წერს ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.