გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით ბრძანებულება გამოაქვეყნა.
ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე- 2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარალამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს.
"დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერით დღეს გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს და კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციას" _ განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.