საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხსნის განაცხადა, რომ მზად არის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის და "ტაბულას" ჟურნალისტებს შეხვდეს.
ივანიშვილის მიერ გაკეთებულ კონკრეტულ შეთავაზებას სოციალურ ქსელში "რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აქვეყნებს:
"დრო: მომავალი კვირის ოთხშაბათი;
ადგილი: ნეიტრალური სივრცე(სასტუმრო, სხვა…) ქირის შემთხვევაში მზად ვართ ჩვენზე ავიღოთ სივრცის დაქირავების ხარჯები;
მონაწილეები: 2-3 ჟურნალისტი თითო არხიდან, ბიძინა ივანიშვილი და მოდერატორი;
ეთერი: პირდაპირი;
ფორმატი: ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი;
თემები: შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა "რუსთავი 2"-ის და "ტაბულას" გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება.
მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას.
ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები" _ წერს გვარამია და აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-ის პასუხს ამ შეთავაზებაზე დღის განმავლობაში გამოაქვეყნებენ.