ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აცრილი ძაღლები გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ:
"Sos! sos! sos! _ როგორც ჩანს, ქალაქში დაიწყეს პარკების წმენდა ძაღლებისგან. ვერის პარკიდან ოთხი ძაღლი წაიყვანეს გაუგებარმა ტიპებმა და ვერ პოულობს ვერავინ. მუნიციპალური ამბობს, ჩვენთან არ არიანო. ვერსად პოულობენ.
პარკის ძაღლები იყვნენ, ყველას რომ უყვარდა და უვლიდნენ _ ტკბილები, თბილები.
სად შეიძლება იყვნენ, ვერავინ გაიგო. აღმოჩნდა, რომ იგივე მოხდა ბუკიას ბაღში, ვაკის პარკში, დედა ენის ძეგლთან. ეხლა ვცდილობ გავარკვიო მერიაში. აცრილი, დამუშავებული ძაღლები მიჰყავთ გაურკვეველი მიმართულებით….
ძაღლებს ებრძვი თბილისის მერიავ?! სანანებლად გაგიხდებათ _ ვინც ამას აკეთებს და ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ!" _ წერს ინგა გრიგოლია.