ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა, 35 წლის ჯონ ტერიმ რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და გადაწყვიტა შეეშვას საბუკმეკერო კანტორებში სიარულს და თამაშს ტოტალიზატორში.
ჯონ ტერი ცნობილი მოთამაშეა და ხშირად დებს ფსონებს ძაღლების რბოლაზე, ცხენების დოღსა და საფეხბურთო მატჩებზე.
მიუხედავად იმისა, რომ წლიურად ტერის ხელფასის სახით, 9 მილიონ გირვანქა-სტერლინგი აქვს, წელიწადში რამდენჯერმე საკუთარ ფეშენებელურ სახლს ოქშოტში ბანკში დებდა, რომ იმ ფულითაც ტოტალიზატორში ეთამაშა.
ტერის გარდა, "პრემიერლიგის" სხვა ვარსკვლავებიდან საბუკმეკერო კანტორაში სიარული უეინ რუნისა და მაიკლ ოუენსაც უყვართ.