საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს 7 ივნისს, 12 საათზე შეხვდება.
შეხვედრაზე მიწვეულნი არიან “მაესტროს”, “იბერიას”, “ტაბულას, “იმედის”, “ტვ პირველის”, “რუსთავი 2-ის”, “ობიექტივის”, “საზოგადოებრივი მაუწყებელის”, “კავკასიის” და “GDS”-ის წარმომადგენლები.
ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრა 2 საათს გაგრძელდება და რესპონდენტის შესავალი სიტყვით დაიწყება:
_ "შეხვედრა ოქროყანაში, “ტექნოპარკში” გაიმართება. 10 ტელეარხის წარმომადგენელი რიგ-რიგობით სვამს კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს. კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი.
იქნება უზრუნველყოფილი ერთიანი სიგნალი პირდაპირი ტრანსლაციისთვის", _ აღნიშნულია ივანიშვილის შეთავაზებაში, რომელიც ტელეარხებს უკვე დაეგზავნათ.