თიბისი გალერეაში გოგი ლაზარაშვილის გამოფენა „აბსტრაქცია 70" გაიხსნა.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 2016 წელს შექმნილი 14 აბსტრაქციული ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებზეც ავტორი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.
დიდი ზომის ნამუშევრები ექსპრესიულობით გამოირჩევა და როგორც ავტორი ამბობს, ისინი მხატვრის სულიერ სამყაროს, "შინაგან მეს" გამოხატავენ.
"აბსტრაქცია 70" გოგი ლაზარაშვილის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა.
(R)