ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა მხარემ, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა, არამედ ოპოზიციამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, გააკეთეს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სასამართლო საქმესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია.
„ჩვენ გვაქვს პოლიტკური ხელმძღვანელობის ძალიან კონკრეტული კომენტარები, რომ ველოდებით, კერძო სასამართლო საქმე არ დააზარალებს საქართველოში მედიაგარემოს არჩევნების წინ. ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო სისტემა არ არის არც პრეზიდენტის, არც პრემიერის, არც სხვა თანამდებობის პირის ზედამხედველობის ქვეშ.
ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საარჩევნო პროცესის დროს საქმე ეხება მედიას. ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესს, რომელიც გამჭვირვალეა. ყველა სასამართლო პროცესის ტრანსლაცია ტელევიზიით ხდება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მედიის უფლებების ნებისმიერი დარღვევა მიუღებელია“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.