სტამბულის ცენტრში დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 36 დაშავდა.
როგორც ცნობილია, ქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების სამიზნეს პოლიციის ავტობუსი წარმოადგენდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
თურქეთში მომხდარი აფეთქებების უკან უმეტეს შემთვევებში "ისლამური სახელმწიფო" ან იდიშისრ სამხედროები დგანან.
ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფებები მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმიან, რადგან თურქეთის უშიშროების ძალებთან ბრძოლაში ძალას კარგავენ.