ყოფილი პრემირერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ვერავინ, ვერცერთ საბუთს ვერ მოიტანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს ან ამის მცდელობა გააჩნია“.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხევდრისას „რუსთავი 2“-ის სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
"არ ვაპირებ სასამართლო ქმედების შეფასებას, ეს არის დამოუკიდებელი ორგანო. ის რომ სასამართლო მთლიანად მიბმული იყო პროკურატურაზე და როგორ იმართებოდა, პოლიცია როგორი იარაღი იყო ხელისუფლების ხელში, ეს პროცესები ძალიან კარგად გვახსოვს.
დღეს კანონი ყველაზე მოქმედებს, მაგრამ თქვენ ვერაფრით ეგუებით იმას, სამართალი სადაც მოგაკითხავთ იქ უკვე სამართალი აღარ არსებობს.
დღეს თქვენ გინდათ სასამართლო ტელევიზიაში გადმოიტანოთ და აქ გაარჩიოთ. სასამართლოს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ. გააკეთეთ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ – სასამართლოს მივეცით თვითგადარჩენის საშუალება. მესმის, რომ 9 წლის განმავლობაში ეს სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული და ხალხის დასასჯელად იყენებდით. თქვენს დროს სასამართლო ნოტარიუსად იყო გადაქცეული.
დღეს სასამართლომ თვითაღდგენა დაიწყო. მოსამართლეები დამონებულები გყავდათ, რასაც პროკურორი იტყობა იმას აკეთებდა. ციხეები გამოტენილი გყავდათ ხალხით, ართმევდით ვისაც გინდოდათ, კლავდით ვისაც გინდოდათ და აწამდებდით ვისაც გინდოდათ. ამას "აპრავებდა" "რუსთავი 2" და სხვა ყველა ტელევიზია", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრას მოდერატორი გიორგი უძილაური უძღვება.