ბათუმში, საოცრებათა მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი Maroon 5-ს კონცერტის დაწყებას ელოდებიან.
დღის 5 საათისთვის მოედანზე, სადაც უნდა გაიმართოს კონცერტი ხალხის შეშვება არ იყო დაწყებული, რადგან ძლიერ წვიმდა.
"მიუხედავად იმისა, რომ წვიმს, მაინც გვაქვს იმედი, რომ გადაიღებს და კონცერტი თავის დროზე დაიწყება", _ გვითხრეს Maroon 5-ს ფანებმა.
"ჩვენ ჩამოვედით ფოთიდან. იმედი მაქვს, რომ კონცერტის დაწყებამდე გადაიღებს და კარგი შოუს მომსწრენი გავხდებით. დარწმუნებული ვართ ადამ ლევინი კარგ კონცერტს გვაჩუქებს", _ გვითხრა ფოთიდან მეგობრებთან ერთად ჩამოსულმა სალომე დგებუაძემ.
"ქუთაისიდან ვართ და ველოდებით კონცერტის დაწყებას. მოლოდინი გვაქვს, რომ კარგი და საინტერესო კონცერტი გაიმართება", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს რუსკა კუჭავამ.
"წვიმა ვერ შეგვაშინებს, მთავარია კონცერტი დროზე დაიწყოს", _ გვითხრა თიკა ჭანტურიამ, რომელიც კონცერტის სანახავად თბილისიდან ჩამოვიდა.
თუ რა ვითარება იყო საოცრებათა მოედანზე დღის ხუთი საათისთვის ამას ჩვენი ფოტორეპორტაჟიდან გაიგებთ.