"სოთბის" აუქციონზე ლადო გუდიაშვილის ნიკო ფიროსმანის პორტრეტი "ჩვენი ნიკო" 95 272 ევროდ გაიყიდა.
როგორც ცნობილია, პორტრეტის საწყისი ღირებულება 5 081 ევროდან 7 622 ევრომდე მერყეობდა.
როგორც ცნობილია, პორტრეტი ტილოზე ზეთით იყო შესრულებული.
აუქციონზე ასევე ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას" 799 018 ევროდ გაიყიდა.
როგორც ცნობილია, ტილოს ფასი 190 545-245 060 ევროს შორის მერყეობდა.
"სოთბის" ინფორმაციით, აღნიშნული ტილო მსახიობ თამარ ციციშვილის კოლექციიდანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ციციშვილმა ფიროსმანის "შველი წლის პირას" 1949 წელს შეიძინა და, დაახლოებით, 50 წლის განმავლობაში იმ სახლში ჰქონდა, სადაც მისი ოჯახის წევრები დღემდე ცხოვრობენ.