ამერიკული ჯგუფის "Maroon 5"-ს კონცერტზე დასასწრებად ათასობით ადამიანი არის ჩამოსული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ბათუმში დილიდანვე წვიმს და ხალხმა საწვიმარი ლაბადების ყიდვა დილიდან დაიწყო.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საწვიმარი ლაბადების ფასი კონცერტამდე 2-5 ლარამდე მერყეობდა, მაგრამ დღეს "Maroon 5"-ს კონცერტის დაწყებამდე ერთ-ერთ სამკერვალოში, რომელიც გორგილაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, 1000 ცალი საწვიმარი ლაბადა გაიყიდა.
ერთი ცალი საწვიმარი ლაბადა 10 ლარი ღირდა.
"ასე ღირს, ქალაქის სხვა ადგილებზე 25 ლარადაც იყიდებოდა. რატომ გაგიკვირდათ ეს ფასი?" _ გვითხრა სამკერვალოს თანამშრომელმა.