თბილისის არქიტექტურის სამსახურს იპოდრომის მიმდებარედ, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, _ აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
"ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ 2015 წლის 17 ივლისს არქიტექტურის სამსახურს AR1327702 განაცხადით მიმართა მოქალაქე ლევან ხუხაშვილმა და მოითხოვა თამარაშვილის ქ. #13–ში მდებარე სამ საკადასტრო ერთეულზე: 01.10.16.004.097; 01.10.16.004.098 და 01.10.16.004.099 მრავალფუნქციური კომპლექსის დასაგეგმარებლად განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემა.
აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა "ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო"–ს 2015 წლის 26 ნოემბრის #55 სხდომაზე. ვინაიდან წარმოდგენილი ესკიზური წინადადება არ ითვალისწინებდა სპორტული ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული სივრცის შენარჩუნებას, საკითხი საბჭოს მიერ უარყოფითად შეფასდა. (გადაწყვეტილება №2333655)
მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე –www.tas.ge", _ აღნიშნულია მერიის განცხადებაში.