გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გასცემს, სინამდვილეს არ შეესაბამება. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურსა და გამგეობებში მეორე დღეა ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პენსიონერებისგან ათეულობით განცხადება შემოდის. თბილისის მერია აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას და მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.
ამავე თემაზე: "ვიღაცა მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას" – მერიას ფულის თხოვნით მიმართავენ