ბათუმში, "Maroon 5"-ის კონცერტზე შეკრებილი მსმენელი მოულოდნელი სანახაობის მომსწრე გახდა – სცენაზე ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი "ერისიონი" ავიდა და ადამ ლევინთან ერთად სიმღერის ფრაგმენტი შეასრულა.
კონცერტის ასეთ განვითარებას არავინ ელოდა და მაყურებელი ოვაციებით შეხვდა.
ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი "ერისიონით" ჯერ კიდევ გუშინ მოიხიბლა. ბათუმში ჩამოსულმა მუსკოსებმა პირველი საღამო ტრადიციულ ქართულ სუფრაზე გაატარეს. სადაც "ერისიონმა“ იმღერა.
მოგვიანებით, "Maroon 5"-ის "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც "ერისიონის" შესრულებული "მრავალჟამიერი" იყო ასახული. "This was awesome" – აღფრთოვანების აღმნიშვნელ ფრაზას ვკითხულობთ ვიდეოს წარწერაში.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ კონცერტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.
ოფიციალური მონაცემებით, კონცერტისთვის 30 ათასი ბილეთი გაიყიდა.
ამავე თემაზე:
Maroon 5 სოლისტი – ბოდიში წვიმისთვის
Maroon 5-ის კონცერტი თავსხმა წვიმის ფონზე
“წვიმა ვერ შეგვაშინებს, მთავარია კონცერტი დროზე დაიწყოს“ – რა ვითარებაა ბათუმში (ფოტორეპორტაჟი)
რას დაედო ფასი ბათუმში – Maroon5-ის კონცერტისთვის მზადება გრძელდება