"პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებში ბლოკის სახით მიღებს მონაწილეობას.
კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო", აკაკი ასათიანის "საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", კონსტანტინე გამსახურდიას "თავისუფლება", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძის "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" დღეიდან, "პატრიოტთა ალიანსთან" ერთად პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ.
6 პარტიისგან შემდგარ ბლოკს "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი _ გაერთიანებული ოპოზიცია" ერქმევა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც გაიმართება, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალებისა".