BBC-ის ინფორმაციით, სირიის ქალაქ ალეპოში რამდენიმე საჰაერო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები ბაიანისა და შაარის სამედიცინო დაწესებულებებზე, ასევე საბავშვო საავადმყოფოზე განხორციელდა, რის გამოც, საბავშვო საავადმყოფოს ერთი სართული დაინგრა.
მაუწყებლის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლის ვინაობა უცნობია, თუმცა, როგორც ცნობილია, ადგილობრივი ხელისუფლება 2012 წლიდან ორ ნაწილად გაყოფილ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, სამშაბათს განაცხადა მისი ოპონენტებიდან ქვეყნის ყოველი გოჯის დაბრუნებას გეგმავს.
BBC-ის ცნობით, სამთავრობო ძალები იერიშის განხორციელებას და ბარელის ბომბების გამოყენებას უარყოფენ.
როგორც ცნობილია, ალეპო სირიის კომერციული და საწარმო კერაა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთ მხარეს მთავრობა, ხოლო მეორეს- მეამბოხე ფრაქციები აკონტროლებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის ექიმების ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში საომარი ქმედებების შედეგად 740 მედიცინის მუშაკია დაღუპული, ხოლო საავადმყოფოებზე 340 თავდასხმაა განხორციელებული.