თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მ. მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-151 ე მუხლით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ).
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016
წლის 19 აპრილს მ. მ. მივიდა ყოფილი მეუღლის – ნ. მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რომელთან ერთადაც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში და
ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლომ მ. მ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომად განუსაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

































































